ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გუკუმაცი — ”ფრთოსანი გველი”, მაიას მითის თანახმად გუკუმაცმა, ღვთაება ჰურაკანთან ერთად დედამიწას ახლანდელი იერი მისცა: მან შექმნა ცხოველები, ფრინველები და ადამიანიც კი. მაიას სწამდა, რომ სწორედ გუკუმაცმა ასწავლა კაცობრიობას მიწათმოქმედება, თევზაობა, მედიცინა. ადამიანებს მისცა კანონთა კრებული.

გუკუმაცის გამოსახულება შებას სასახლეში

მითი მოგვითხრობს ”იგი (გუკუმაცი) მოვიდა ოკეანიდან და საბოლოოდ ისევ ოკეანეში დაბრუნდა, თუმცა იგი კვლავ დაბრუნდება ხმელეთზე - კაცობრიობის დასასრულს”.

გუკუმაცი ასევე იყო ოთხი ელემნტის - ცეცხლის, მიწის, წყლისა და ჰაერის ღვთაება. თითოეული ეს ელემენტი ასოცირდებოდა წმინდა ცხოველთან ან მცენარესთან:

სამყაროს შექმნის მითი

რედაქტირება

პოპოლ ვუს დასაწყისში უზენაესი ღმერთი გუკუმაცი აღწერილია, როგორც დიდი, ლამაზი გველი - მომწვანო-მოცისფრო ბუმბულებით დაფარული. მაიას მითის თანახმად თავდაპირველად არაფერი არსებობდა წყლის გარდა - არც ხმელეთი და შესაბამისად არც ცოცხალი არსებანი.

ღმერთი ჰურაკანი წარდგა უზენაესი ფრთოსანი გველის წინაშე, რათა ერთად განეხილათ ადამიანის შექმნის საკითხი. უპირველეს ყოვლისა ღმერთებმა გადაწყვიტეს, რომ წყლის ადგილი უნდა დაეკავებინა მიწას, ხმელეთს. ისინი იმეორებდნენ სიტყვა ”მიწას” მანამ, სანამ წყლის სიღრმიდან არ ამოიზიდნენ უზარმაზარი მთები. გუკუმაცი ძლიერ მოხარული იყო მათი ერთობლივი ნამუშევრით.

ამის შემდგომ ღმერთებმა შექმნეს ცხოველები, ფრინველები. ღვთაებებს სჯეროდათ, რომ ახლად შექმნილი არსებანი სიტყვით ყოველდღე განადიდებდნენ მათ, თუმცა ღმერთები მალე დარწმუნდნენ, რომ ცხოველებსა და ფრინველებს ლაპარაკი არ შეეძლოთ. გუკუმაცი მიხვდა, რომ მათი პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ღმერთებმა უბრძანეს ცხოველებს ეცხოვრათ ჯუნგლებში, მათ ხორცს კი ისინი შეჭამდნენ, რომელნიც ღმერთთათვის ყოველდღე შეძლებდნენ ხოტბა-დიდების შესხმას.

ღვთაებებმა პირველად ადამიანი ტალახისგან გამოძერწეს, თუმცა მას არც მოძრაობა შეეძლო, არც ლაპარაკი. შემდეგ ღმერთებმა ხისგან შექმნეს ადამიანი, თუმცა ახლადშექმნილი არსებანი არასრულფასოვნები და უემოციონი აღმოჩნდნენ. ქარიშხლისა და გრიგალის ღმერთმა - ჰურაკანმა წარღვნით გაანადგურა მათი დიდი ნაწილი. გადარჩენილებმა კი ჯუნგლებს შეაფარეს თავი, მაიმუნებად გადაიქცნენ და სხვა ცხოველებთან ერთად დაიწყეს ცხოვრება. მალე ღმერთებმა წარმატებას მიაღწიეს, ვინაიდან მათ ადამიანი სიმინდისაგან შექმნეს. ახლადდაბადებულ არსებებს ყველაფერი ესმოდათ, ისინი მეტად გონიერები იყვნენ, ამიტომ ღმერთებს შეეშინდათ - ახლადშექმნილ, განვითარებულ არსებებს პირველობა არ წაერთმიათ მათთვის და ადამიანებს სიბრძნე წაართვეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
(2001b) Kik'aslemaal le K'iche'aab': Historia Social de los K'iche's. Guatemala: Iximulew. ISBN 99922-56-19-2. OCLC 47220876.  (ესპანური)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გუკუმაცი“-დან