ბინბაშაქი

(გადამისამართდა გვერდიდან გუგუბა)

ბინბაშაქი (თურქ. Binbaşak; ძვ. ქართული სახელოწოდებებია: გოგჲუბა, გჲუგუჲბა) — სოფელი ჰანაქის რაიონში, არტაანის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს არტაანიდან 47 კილომეტრში, ხოლო ჰანაქიდან 19 კილომეტრში.[1] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 36 ადამიანი ცხოვრობს.[2] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

სოფელი
ბინბაშაქი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია არტაანი
რაიონი ჰანაქი
კოორდინატები 41°11′38″ ჩ. გ. 43°01′32″ ა. გ. / 41.19389° ჩ. გ. 43.02556° ა. გ. / 41.19389; 43.02556
ადრეული სახელები გოგუბა
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 75900
ბინბაშაქი — თურქეთი
ბინბაშაქი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

როგორც ჩანს გოგჲუბა-გჲოგჲუბა, ძველი ქართული ტოპონიმის დამახინჯებული ფორმაა. ე. თაყაიშვილისა და პ. ზაქარაიას ვარაუდით, ადრე სოფელს უნდა რქმეოდა გიორგობა, ხოლო ს. ჯიქიას მიხედვით — გუგუბა. უფრო საფიქრებელია, რომ პუნქტის თავდაპირველი სახელწოდება იყოს გოგუბანი.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფლის შორიახლოს, ვრცელ მინდორზე, იდგა X საუკუნის შუა ხანების ექვსაფსიდიანი ქართული ეკლესია, რომელიც დაანგრიეს XX საუკუნის 70-იან წლებში. 1902 წელს ძეგლი ნახა და აღწერა ე. თაყაიშვილმა. ეკლესია წარმოადგენდა გუმბათოვან ნაგებობას რადიალურად განლაგებული ექვსი ერთნაირი აფსიდით. გარედან ძირითად კორპუსს თორმეტწახნაგა ფორმა ჰქონდა. აფსიდებს შორის ფასადებზე მაღალი სამკუთხა ნიშნები იყო შეჭრილი. გუბათი ეყრდნობოდა აფსიდების შვერილებს. ცენტრალური ჰექსაგონის კუთხეებში, აფსიდთა კონქების თაღებს შორის გამოყვანილ ტრომპებში, ჩასმული იყო რელიეფური გამოსახულებები (ადამიანის თავი, ირემი, ლომი). რელიეფები ამკობდა მცირე ტრომპებსაც გუმბათის ექვსწახნაგა ყელის ზედა კუთხეებში. ეკლესიის კედლები შიგნით და გარეთ მოპირკეთებული ყოფილა სუფთად გათლილი ქვებით (კედლების დიდი ნაწილი ე. თაყაიშვილს უკვე საკმაოდ დაზიანებული დახვდა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Такайшвили Е. С., Христианские памятники, «Материалы по археологии Кавказа», 1909, в. 12;
  • ბერიძე ვ., ხოშტარია დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 63.
  1. Binbaşak Köyü Türkçe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 Mayıs 2015. ციტირების თარიღი: 12 Nisan 2020.
  2. Ardahan Hanak Binbaşak Köy Nüfusu Türkçe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 Ekim 2017. ციტირების თარიღი: 10 Nisan 2020.