ყუბა-ხაჩმაზის რეგიონი
ყუბა-ხაჩმაზის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Quba-Xaçmaz iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის შემდეგი რაიონები: შაბრანის, ხაჩმაზის, ყუბის, გუსარის და სიაზანის.
ფართობი — 6960 კმ²-ია, რაც მთლიანი აზერბაიჯანის ტერიტორიის 8,8% შეადგენს. მოსახლეობა — 525,7 ათასი კაცი (2015 წლის მონაცემებით).[1] რელიეფთან და კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს კასპიის ზღვის სანაპიროზე.
რეგიონი მდიდარია მდინარეებით და გააჩნია წყლის დიდი რესურსები. რეგიონის ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. რეგიონში ხალიჩების წარმოება წარმოადგენს ერთ-ერთი წამყვან დარგს ქვეყანაში.
ეკონომიკა
რედაქტირებარეგიონში მოიპოვება: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვიშა, ხრეში, თიხა. რეგიონის ტერიტორიის 10-11% დაფარულია ტყეებით.
განვითარებულია მსუბუქი და კვების მრეწველობა. აგროსამრეწველო კომპლექსის საფუძველს წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის კონსერვის წარმოება, ასევე მეთევზეობა და ხალიჩის ქსოვა. მძიმე ინდუსტრიას წარმოადგენს ნავთობისა და გაზის მოპოვება სიაზანში, ელექტრო ქარხანა გუბაში, რკინის და ფოლადის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა და აგურის ქარხნები გუბაში, სიაზანსა და ხაჩმაზში.
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებასოფლის მეურნეობა წარმოდგენილია ხილის და ბოსტნეულის წარმოებით. ხაჩმაზი, სიაზანი და ნაბრანი დაკავებულია მევენახეობით, ხოლო გუსარის რაიონი - კარტოფილის გაშენებით. რეგიონში ყველგან მოყვანილია ხორბალი. ასევე განვითარებულია მეცხვარეობა.
ტრანსპორტი
რედაქტირებარეგიონის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო გზები, მაგისტრალური ნავთობის, გაზის და წყლის მილები, აგრეთვე სატელეკომუნიკაციო ხაზები. საკომუნიკაციო ხაზები, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანსა და რუსეთს გადის ამ რეგიონის ტერიტორიაზე.
ტურიზმი
რედაქტირებარეგიონში ფართოდაა საკურორტო სანატორიუმები, მდიდარია საკურორტო და რეკრეაციული რესურსებით.