გუანგდონგის მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გუანგდონგის მუზემი[2] (ჩინ.: 广东省博物馆)) — გენერალური მუზეუმი, რომელიც მოიცავს კანტონურ ხელოვნებას, ბუნებას, კულტურასა და ისტორიას, მდებარეობს ქალაქ გუანჯოუში.

გუანგდონგის მუზეუმი

23°07′02″ ჩ. გ. 113°19′17″ ა. გ. / 23.11722° ჩ. გ. 113.32139° ა. გ. / 23.11722; 113.32139
დაარსდა 2010 წ.
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
მდებარეობა გუანჯოუ
ვიზიტორები 1 557 000 (2016)[1]
ოფიციალური საიტი https://www.gdmuseum.com/
Map

ძველი შენობა

რედაქტირება

გუანდონგის პროვინციული მუზეუმი მდებარეობდა ვენმინგის გზატკეცილის 215 ნომერში, იუესიუს რაიონში, გუანჯოუში, რომელიც იყო სუნ იატსენის უნივერსიტეტის თავდაპირველი ტერიტორია. აღნიშნული მუზეუმი, დაარსდა 1959 წელს. მუზეუმის ფართობი არის 43 000 მ². იგი მოიცავდა სამ ძირითად ნაწილს: მუზეუმს, გომინდანის პირველი ეროვნული კონგრესის რელიქვიას და ლუ სიუნის მემორიალურ სახლს. სხვა შენობებიდან აღსანიშნავია წითელი კოშკი და სუნ იატ-სენის უნივერსიტეტის ობსერვატორია.

ასევე არის ორი განცალკევებული შენობა. ის შენობა, რომელშიც თავდაპირველად მდებარეობდა სუნ იატ-სენის ეროვნული უნივერსიტეტი, გადაკეთდა ლუ სიუნის მემორიალურ დარბაზად. ამ მუზეუმში გამოფენილია ლუ სიუნთან და სხვა ინტელექტუალებთან დაკავშირებული ექსპონატები, რომლებმაც ჩინეთის მოდერნიზაციაზე იმოქმედა და მოამზადა გზა კომუნისტური რევოლუციისთვის.

უფრო ახალი შენობა, რომელიც მდებარეობს მარჯვნივ, აშენდა 1957-1959 წლებში და მნიშვნელოვნად გაფართოვდა 1992 წელს. ამ შენობაში წარმოდგენილია რამდენიმე გამორჩეული გამოფენა რომელსაც თან აქვს ინგლისური ნიშნები. ისტორიულ გამოფენაში წარმოდგენილია „ჩაოჭოუს ხის კვეთა“ და დახვეწილი ხეზე მოჩუქურთმებული სხვა საგნები.

შემდეგი სექცია პირველ სართულზე არის თანამედროვე კერამიკული ფიგურების გამოფენა, რომელიც შექმნილია ტრადიციულ შივანის სტილში. თითოეული ვიტრინა ეძღვნება სხვადასხვა ხელოვანს მოკლე ბიოგრაფიითა და მათი ნამუშევრების მაგალითებით.

მეორე სართულზე არის სექცია, რომელიც ეძღვნება ქალაქ გუანჯოუს ისტორიას პრეისტორიული პერიოდიდან თანამედროვე ეპოქამდე. გუანჯოუ ყოველთვის იყო ვაჭრობის ცენტრი უცხო ქვეყნებისთან და გამოფენილ ექსპონატებს შორის მრავალი კოლონიალური წლების პერიოდში ინგლისიდან არის ჩამოტანილი.

კიდევ ერთი სექცია მოიცავს ძველი ჩინური კერამიკისა და ფაიფურის ნაწარმის გამოფენას, ხოლო სხვა სექციაში წარმოდგენილი არის ტრადიციული ჩინური კალიგრაფიის პლაკატები.

2010 წლის მაისში გუანდონგის ახალი მუზეუმის გახსნიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, გუანდონგის პროვინციის ძველმა მუზეუმმა სამუდამოდ შეწყვიტა არსებობა.

გადაადგილება

რედაქტირება

2003 წელს გუანდონგის მთავრობამ შეიმუშავა მთავარი გეგმა ჟუჯიანის ახალ ქალაქზე, რომელიც უნდა გამხდარიყო გუანჯოუს ახალი ცენტრი. გეგმის მიხედვით, ჟუჯიანის ახალი ქალაქის მოედანი უნდა ყოფილიყო ქალაქის კულტურული ცენტრი, რომელსაც უნდა მოეცვა რამდენიმე პავილიონი და საზოგადოებრივი დაწესებულება, როგორიცაა გუანდონგის მუზეუმი, გუანჯოუს ოპერის თეატრი, გუანდონგის ბიბლიოთეკა და მოზარდთა აქტივობის ცენტრი. 2004 წელს ძველი გუანდონგის მუზეუმი გადაიტანეს ჟუჯიანის ახალ ქალაქში. ახალი მუზეუმი მიწის ზემოთ იკავებს 41 000 მ²-ს და მიწისქვეშ 15 000 მ²-ს. შენობის საერთო ინტერიერის ფართობია 66 980 მ², ხოლო ვიზიტორებისთვის განკუთვნილი ფართობი მოიცავს 21 000 მ²-ს, მათ შორის ფართო ღია მინდორია, რომელიც გარს აკრავს შენობას და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.

არქიტექტურა

რედაქტირება
 
ახალი გუანდონგის მუზეუმი

მუზეუმის არქიტექტურა, რომელიც წარმოადგენს მრავალფენიან და გამჭვირვალე სივრცით კონფიგურაციას, შთაგონებული იყო ტრადიციული კანტონური სპილოს ძვლის ფიგურისგან. მუზეუმის სივრცითი მოწყობა მორგებულია ტრადიციული კანტონური სპილოს ძვლის ფენიანი კომპოზიციის შესაბამისად, მრავალი გამჭვირვალე კონცენტრული ფენით, რომელიც ფართოვდება ატრიუმიდან პერიფერიული სივრცეებისკენ. მთავარი მიმოსვლის სივრცე არის სპირალური კიბე, რომელიც პირველ სართულზე იწყება და მაღლა, ყველაზე ბოლო სართულამდე მიდის. გამჭვირვალე მინისა და რკინის ფარდის მიერ განცალკევებული კორიდორები თითოეულ სართულზე იღებს ვიზიტორებს გარედან, ოთხსართულიან ატრიუმში, რაც საშუალებას იძლევა სრულად ნახონ შიდა სივრცე. სპილოს ძვლის ფიგურის პაზლი ასახავს კანტონური ხალხური ხელოვნების ტექნიკას.

საგამოფენო სივრცეები

რედაქტირება
 
მუზეუმში ოკეანის სამყაროს გამოფენა

მუზეუმის მთავარი გამოფენების სივრცე შედგება ისტორიული რელიქვიების ოთახისგან, ბუნების გამოფენის სივრცისგან და ხალხური ხელოვნების გამოფენის არეალისგან, რომლებიც ერთად განასახიერებენ მუზეუმის მუდმივ კოლექციებს. დროებითი გამოფენები ხშირად ნახლდება საზოგადოებისათვის, ესაა მოქალაქეების შესაძლებლობა იხილონ უცხოური ხელოვნების ნამუშევრები და ეგზოტიკური საგანძური. ატრიუმში და კორიდორებში არის ადგილები დასასვენებლად, ხოლო ოფისები და ადმინისტრაციული სივრცეები განლაგებულია მუზეუმის ბოლო სართულზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. TEA-AECOM 2016 Theme Index and Museum Index: The Global Attractions Attendance Report გვ. 68–73. Themed Entertainment Association. ციტირების თარიღი: 23 March 2018
  2. Home. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-13. ციტირების თარიღი: 2019-04-03