გრძელი ტბა
ტბა საქართველოსა (კახეთი) და რუსეთში
გრძელი ტბა, ხალახელი — მყინვარული ტბა საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს საზღვარს საქართველოსა და რუსეთს შორის.[2] მდებარეობს კახეთის კავკასიონის თხემზე, ზღვის დონიდან 2784 მ სიმაღლეზე. წყლის ზედაპირის ფართობი 0,17 კმ², საშუალო სიღრმე 6,5 მ, მაქსიმალური სიღრმე 11,9 მ, წყლის მოცულობა 1,1 მლნ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა.[3] უფრო ცნობილია როგორც შავი კლდეების ტბა.[2]
გრძელი ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 41°56′01″ ჩ. გ. 46°22′06″ ა. გ. / 41.933806° ჩ. გ. 46.368333° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო, რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე), დაღესტანი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2784 მ |
ფართობი | 0,17 კმ² |
მოცულობა | 1,1 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 6,5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 11,9 მ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 49.
- ↑ 2.0 2.1 შავი კლდეების ტბა — წრიულის შესახებ
- ↑ აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 169.