გრძელი კანიონი (რუს. Длинный каньон) — დატბორილი კარიერი, რომელიც მდებარეობს კამენსკის რაიონის ტერიტორიაზე, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია, კამენსკ-შახტინსკიან 30 კილომეტრში, კანიონის სიგრძეა 2 კილომეტრი და 200 მეტრი, საშუალო სიღრმე 30 მეტრი, ხოლო მაქსიმალური - 50 მეტრი[1].

გრძელი კანიონი
Длинный каньон
კოორდინატები: 48°54′ ჩ. გ. 40°20′ ა. გ. / 48.900° ჩ. გ. 40.333° ა. გ. / 48.900; 40.333
მდებარეობა როსტოვის ოლქი
სიგრძე 2,2 კმ
სიგანე 0,1 კმ
საშუალო სიღრმე 30 
მაქსიმალური სიღრმე 50 
გრძელი კანიონი — რუსეთი
გრძელი კანიონი

გრძელი კანიონის ადგილზე ადრე მდებარეობდა კარიერი, სადაც მოიპოვებდნენ ქვას. 1970-იან წლებში, ექსკავატორით მიმდინარე სამუშაოების დროს, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, ექსკავატორის ჩამჩამ გამოავლინა მიწისქვეშა წყლის ძარღვი, რის გამოც მთელი კარიერი დაიტბორა წყლით. კარიერის ტერიტორია ისე სწრაფად შეივსო წყლით, რომ სამუშაო ჯგუფმა ვერ მოახერხა ტექნიკის გადარჩენა, სამუშაო ტექნიკაც დაიფარა წყლით და დღესაც წარმოქმნილი ტბის ფსკერზე იმყოფება[1].

გრძელი კანიონი ითვლება როსტოვის ოლქის ობიექტებს შორის ყველაზე დიდი დატბორლ კარიერად. მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ტბა, რომლის სიგრძე 2 კილომეტრი და 200 მეტრია. კარიერი მდებარეობს დასახლება ჩისტოოზიორნოდან სამხრეთ-დასავლეთით 6 კილომეტრზე და ქალაქ კამენსკ-შახტინსკიდან 10 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეეთით. ტბის ყველაზე დიდი სიგანეა 100 მეტრი, ტბა საზრდოობს მიწისქვეშა წყაროებით. წყალი მასში რჩება ყოველთვის გრილი, ასევე მაღალი ტემპერატურის პირობებშიც კი. გრძელი კანიონის ნაპირები კლდოვანი და ციცაბოა, რომელთა სიმაღლეც შეადგენს 40 მეტრს[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება