გროზნოს მერიის შენობა
გროზნოს მერიის შენობა — აშენდა ქალაქი გროზნოს ცენტრში XX საუკუნის დასაწყისში.
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველი გროზნოს მერიის შენობა ხის იყო და ერთსართულიანი. რევოლუციამდელ პერიოდში მასში კეთილშობილთა კრება იყო განთავსებული. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, შენობაში განთავსდა პიონერების და სკოლის მოსწავლეების სასახლე. იმ დროს აღნიშნულ სასახლეში ბავშვთა წვეულებები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები იმართებოდა. ერთხელ საახალწლო ზეიმის დროს, შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შემდგომ შენობა ქვისგან გადაკეთდა. განსხვავებით ხის შენობისგან, ქვის შენობა ორსართულიანი იყო. შენობაში სხვადასხვა წრეები მუშაობდნენ. 1946-1949 წლებში აქ ასევე განთავსდა თოჯინების თეატრი. 1953 წელს შენობა გარემონტდა არქიტექტორ ხაიტის პროექტის მიხედვით. 1970-იანი წლების ბოლოს პროექტის მიხედვით აღნიშნულ შენობას მესამე სართულიც დაემატა [1].
აქ, სახალხო კრების ყოფილ შენობაში, 1917 წელს გაიმართა მშრომელთა, ჯარისკაცთა და კაზაკთა დეპუტატების საბჭოს სხდომებიც.
1969 წელს პიონერთა სასახლის შენობის მახლობლად მდებარე პარკში გაიხსნა ახალგაზრდა ტრენერის, ვოლოდია მორდოვინოვის ძეგლი [2].
1978 წელს პიონერთა სასახლეში დამონტაჟდა კიდევ ერთი მემორიალური დაფა, შემდეგი წარწერით: „აქ, 1918 წლის 23–დან 29 მაისამდე ჩატარდა ტერეკის ხალხთა III ყრილობა.“
საგანგებო სიტუაციების კომიტეტის შემდეგ შენობა გადაეცა მერიასა და ქალაქის კრებას. 1993 წელს, დამოუკიდებელი იჩქერიის ფორმირების პროცესში, რესპუბლიკაში მომწიფდა პოლიტიკური განხეთქილება პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევსა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციამ დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის რეფერენდუმის მომზადება. რეფერენდუმი 5 ივნისს დაინიშნა. დუდაევმა არ დაუშვა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება.
5 ივნისის ღამეს, პრეზიდენტის სპეცრაზმმა შამილ ბასაევის მეთაურობით აიღო ქალაქის კრების შენობა, სადაც იმ პერიოდში მიმდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს და რესპუბლიკის პარლამენტის მუშაობა. თავდასხმის დროს 30 ადამიანი გარდაიცვალა (სხვა შეფასებით - ორმოცდაათამდე ადამიანი).
შენობა ძლიერ დაზიანდა ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს. თუმცა, მეორე ომის საომარი მოქმედებების დასრულებიდან მალე იგი მთლიანად აღდგა.
გროზნოს მერიის ახალი შენობის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, ასევე რესპუბლიკური მთავრობის, სასულიერო პირებისა და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Пономарёва И. З., Севостьянов М. П. Памяти вечной достойны. — Гр.: Чечено-Ингушское книжное издательство, 1987. — 120 с. — 15 000 экз.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Городской Дворец пионеров и школьников. ციტირების თარიღი: 2020-05-20.
- Николай Гродненский. (2004) Неоконченная война. История вооруженного конфликта в Чечне. Refdb.ru. ციტირების თარიღი: 2019-01-01.
- Кавказский архив. 20 лет назад. Июнь 1993. grozniy.bezformata.com (2013-8-24). ციტირების თარიღი: 2019-01-01.