გრობნიკის ველის ბრძოლა

გრობნიკის ველის ბრძოლა — ლეგენდარული ბრძოლა, რომელიც, სავარაუდოდ, 1242 წელს გაიმართა ხორვატებსა და მონღოლებს შორის. XVI საუკუნეში ჩაიწერა ლეგენდა, რომელიც მოგვიანებით ადრეული რომანტიკული პოემის, გრობნიკის ველის (რიეკის მახლობლად) შთამაგონებლად იქცა, რომელიც 1842 წელს დაწერა დიმიტრია დემეტრემ და ბრძოლის 600 წლისთავს მიუძღვნა. ლეგენდა ამბობს, რომ თავზეხელაღებულ ბრძოლაში, რეგიონის ყველა კუთხიდან შეგროვებულმა ხორვატებმა მოკლეს ათასობით მონღოლი, რომლებიც წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.

მონღოლევმა ევროპაზე თავდასხმა 1220-იან წლებში დაიწყეს. მათ დაიპყრეს რუსეთის უმეტესი ნაწილი და შემდეგ, 1230-იანი წლების ბოლოს დასავლეთისაკენ გაემართნენ. მათ შეძლეს თითქმის ყველა ბრძოლაში ქრისტიანთა არმიების განადგურება და ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილმა, ბათო-ყაენმა უნგრეთის, პოლონეთის, ავსტრიისა და ბალკანეთის უმეტესი ნაწილი დაიპყრო. ცნობილია, რომ მონღოლები თავს დაესხნენ ზაგრებს და ლიკისა და დალმაციისაკენ გაემართნენ, თუმცა ვინოდოლის აღება ვერ შეძლეს.

გრობნიკის ველზე მოსული მონღოლები შეეჯახნენ ადგილობრივი ხორვატების არმიას, რომელმაც მათი შეჩერება სცადა. ბრძოლაში, რომელიც აქ გაიმართა, მონღოლები დამარცხდნენ. გამარჯვებულთა შორის ხორვატიის ყველა კუთხის დანაყოფი იყო, ასე რომ, ადგილობრივებმა მშვიდობა შეინარჩუნეს. ეს წარმოადგენდა მონღოლების წინააღმდეგ ევროპაში გამართულ ერთ-ერთ უკანასკნელ ბრძოლას, რის შემდეგაც ამ უკანასკნელებმა სამშობლოსაკენ, შორეული აზიისაკენ დაიხიეს. როგორც ჩანს, ბრძოლის ველზე ბრძოლის რაიმე კონკრეტული მტკიცებულება არ აღმოჩენილა.

მიჩნეულია, რომ გრობნიკმა (საფლავების ველი) თავისი სახელი იმ უმარავი საფლავის გამო მიიღო, რომლებიც ველზე ბრძოლის დიდი მსხვერპლის გამო გაჩნდნენ.

ისტორიული კონქტექსტი

რედაქტირება

მრავალი მკვლევარი და ისტორიკოსი დიდი ხნის განმავლობაში დავობდა და ახლაც კი კამათობენ, გაიმართა თუ არა ეს ბრძოლა. მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ ბრძოლა საერთოდაც არ მომხდარა.[1] პირველად ბრძოლა XIV საუკუნის დოკუმენტებშია ნახსენები, თუმცა ზოგი ამტკიცებს, რომ ისინი ხუმრობა ან ფაბრიკაციაა და მეტი არაფერი. ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ ხორვატებმა გრობნიკის ველზე რამდენიმე საუკუნის შემდეგ, შემოსეული თურქების წინააღმდეგაც იბრძოლეს და მტრის შესაშინებლად ხელში ძროხისა და სხვა ცხოველების თავებ ეჭირათ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Goldstein, Ivo (1994) "The Use of History: Croatian Historiography and Politics", HeinOnline, accessed May 2008.