გრიგორ ტათევაცი
გრიგორ ტათევაცი, გრიგოლ ტათეველი (სომხ. Գրիգոր Տաթևացի; დ. 1346, თმოგვი ― გ. 1409, ტათევი) — სომეხი ფილოსოფოსი, პედაგოგი და საეკლესიო-პოლიტიკური მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებათავის მასწავლებელ ჰოვანეს ვოროტნეცისთან ერთად იყო ტათევის ფილოსოფიური სკოლის პროგრესული ფრთის წარმომადგენელი. ავტორია მრავალი ფილოსოფიური-კომენტატორული და რელიგიური თხზულებისა. გრიგორ ტათევაცი იდეალისტია, მაგრამ მისი მოძღვრება მატერიალისტურ ელემენტებსაც შეიცავს: შემეცნების თეორიაში და სულისა და მატერიის ურთიერთდამოკიდებულების საკითხში იგი ორმაგი ჭეშმარიტების თეორიის მიმდევარია. სახელმწიფოს ადარებს ორგანიზმს, რომლის ყოველი ნაწილი ასრულებს მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 271.