ჰოვანეს ვოროტნეცი
ჰოვანეს ვოროტნეცი (სომხ. Հովհան Որոտնեցի) (დ.1315 — გ.1386)[1] — სომეხი ფილოსოფოსი,[2] პედაგოგი, საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე.
ჰოვანეს ვოროტნეცი | |
---|---|
ჰოვანეს ვოროტნეცი და გრიგოლ ტათევაცი | |
დაბადების თარიღი | 1315 |
გარდაცვალების თარიღი | 1386 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1315 წელს ვაგანდის დასახლებაში (სიუნიქის პროვინცია), იქაური თავადის — ივანეს ოჯახში, რომელიც სიუნიქის პირველი აზნაურების საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. განათლება მიიღო გლაძორის უნივერსიტეტში, მისი რექტორის, გამოჩენილი მეცნიერისა და პედაგოგის ესაი ნჩეცის ხელმძღვანელობით. 1338 წელს, ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო, უნივერსიტეტი დაიხურა. 1345 წელს თავად დააარსა ტათევის უნივერსიტეტი, რომელიც იმ პერიოდისთვის სომხეთის მსხვილი სამეცნიერო და კულტურული ცენტრი იყო. იბრძოდა სომხური ეკლესიის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
თავის ფილოსოფიურ შეხედულებებში მან განავითარა არისტოტელიზმის ტრადიციები. მისი მემკვიდრეობა არის არისტოტელეს „კატეგორიების" და „ინტერპრეტაციის შესახებ" ვრცელი ინტერპრეტაციები, პორფირის „შესავალი". ცოდნისა და ლოგიკის თეორიის საკითხების შემუშავებისას ის იყო ნომინალიზმის მიმდევარი.
თავისი სიღრმისეული ცოდნისა და მეცნიერების განვითარებაში გაწეული ღვაწლისათვის ვოროტნეციმ მიიღო საპატიო წოდება: „სამმაგად დიდებული სომეხი პედაგოგი“.[3]
ვოროტნეცის მოწაფე და მიმდევარი იყო გრიგორ ტათევაცი, რომელმაც განავითარა ჰოვანეს ვოროტნეცის რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრება.
შემოქმედება
რედაქტირება- არისტოტელეს „კატეგორიების“ ანალიზი. პორფირის რთული კითხვების მოკლე ანალიზი. კონსოლიდირებული ტექსტი. წინასიტყვაობა და შენიშვნები ვ.კ.ჩალოიანის; ა.ა. ადამიანისა და ვ.კ. ჩალოიანის თარგმანი/ რედაქტირებული ს.ს. არევშატიანის მიერ. 1956.348 გვ. (სომხურ და რუსულ ენაზე)
- „ელემენტებზე“ (ფილოსოფოსთა გამონათქვამებით შედგენილი ესე). კრიტიკული ტექსტი და წინასიტყვაობა ს.ს. არევშატიანისა და ს.ლალაფარიანის. ძველსომხურიდან თარგმნა ს.ს. არევშატიანმა. მატენადარანის მოამბე. ტ. 3. 1956
- კომენტარები წიგნისა „ინტერპრეტაციის შესახებ" (არისტოტელე)
- პორფირის „შესავლის“ მოკლე ანალიზი.
- ფილონ ბრძენის „გამოცხადების“ კომენტარი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჰოვანეს ვოროტნეცი. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 30. მოსკოვი. 1969-1978
- ↑ Michael E. Stone. Adam and Eve in the Armenian Traditions, Fifth through Seventeenth Centuries. ადრეული იუდაიზმი და მისი ლიტერატურა. ტ.38. SBL Press. 2013
- ↑ „Трижды великий армянский учитель“: Ованес Воротнеци — основатель Татевского университета