გრიგორ აღთამარცი, გრიგოლ აღთამარელი — XVI საუკუნის I ნახევრის სომეხი პოეტი. კათალიკოსი (1512-1544). მოღვაწეობდა აღთამარის ეკლესიაში (ვანის ტბის კუნძულზე). წერდა პოემებს („მარინოსი“, 1516 და სხვა), დიდაქტიკური, პატრიოტული და სამიჯნურო ლექსებს. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია სინამდვილის ალეგორიული ასახვა („მშვენიერი ლექსი სულისა და სხეულის ბაღნარზე“). უმღერდა სიცოცხლეს, ადამიანის გრძნობებს, ბუნების სილამაზეს („სიყვარულის სიმღერა“, „გაზაფხულის სიმღერა“). წერდა აგრეთვე თურქულ და სპარსულ ენებზე.

გრიგორ აღთამარცი
სომხ. Գրիգորիս Աղթամարցի
დაბადების თარიღი 1480
დაბადების ადგილი აღთამარი, Sanjak of Van, აყ-ყოიუნლუ
გარდაცვალების თარიღი 1550
გარდაცვალების ადგილი აღთამარი, Eyalet of Van, Sanjak of Van, ოსმალეთის იმპერია
საქმიანობა პოეტი[1] , ილუსტრატორი და ხელნაწერთა მხატვარი

ლიტერატურა

რედაქტირება