გრიგოლ I ასათის ძე
გრიგოლ ასათის ძე (გ. 1178) — გრიგოლისძეთა (გიშელთა) ფეოდალური გვარის წარმომადგენელი, ასათ (ასამ) გრიგოლისძის შვილი ან შთამომავალი, შესაძლოა ჰერეთის ერისთავი. მონაწილეობდა დემნა უფლისწულის აჯანყებაში გიორგი III-ის წინააღმდეგ (1177-1178). დაიღუპა მეფის ლაშქართან ბრძოლაში.
ლიტერატურა რედაქტირება
- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 167.
- მუსხელიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 150.