გრიგოლ ჩურსინი

რუსი ეთნოგრაფი

გრიგოლ ფილიპეს ძე ჩურსინი (დ. 22 იანვარი [ ძვ. სტ. 10 იანვარი] 1874, ეისკი, — გ. 15 ოქტომბერი, 1930, თბილისი) — რუსი ეთნოგრაფი, კავკასიიმცოდნე. 1929 წლიდან ლენინგრადის უნივერსიტეტის პროფესორი.

გრიგოლ ჩურსინი
დაბ. თარიღი 10 (22) იანვარი, 1874[1]
დაბ. ადგილი ეისკი[1]
გარდ. თარიღი 15 ოქტომბერი, 1930(1930-10-15)[2] (56 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[2]
მოქალაქეობა  სსრკ
რუსეთის იმპერია
საქმიანობა ეთნოგრაფი და ისტორიკოსი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო ეისკის საქალაქო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ 1890 წელს ჩააბარა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში. 1894 წელს სასწავლებელი დაამთავრა, სადაც მიიღო მასწავლებლის დიპლომი. იმავე წელს რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის 3 წლით გადაასახლეს მანგიშლაყში, სადაც მასწავლებლად მუშაობდა.

ეთნოგრაფიული მასალის შესაგროვებლად ჩაატარა მრავალი ექსპედიცია კავკასიაში, რომლის საფუძველზე გამოაქვეყნა ეთნოგრაფიული ხასიათის შრომები, მ.შ. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებზე და ცალკეულ გეოგრაფიულ ობიექტებზე („კახეთის ხალხის ჩვეულება და სარწმუნოება“, 1906; „ბახმარო“, 1901; „მახინჯაური“, 1902; და სხვ.). 1913 წლიდან იყო რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მდივანი. ალექსანდრე ლაისტერთან ერთად გამოაქვეყნა „კავკასიის გეოგრაფია“ (1924), და „ამიერკავკასიის გეოგრაფია“ (1929).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 https://bioslovhist.spbu.ru/person/3194-cursin-grigorij-filippovic.html
  2. 2.0 2.1 https://cyberleninka.ru/article/n/grigoriy-filippovich-chursin-1874-1930/viewer