გრიგოლ ჩიჯავაძე
გრიგოლ ჩიჯავაძე (დ. 14 ოქტომბერი, 1914, სოფ. ციხესულორი, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი — გ. 1993) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი, სარწყავი სისტემებისა და წყალგაყვანილობის სპეციალისტი. საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1966).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ციხესულორში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი). 1941 წელს დაამთავრა კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1941-1980 წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს სსრ წყალთა მეურნეობის სამშენებლო ობიექტებზე სოხუმში, ქუთაისსა და თბილისში. 1981 წლიდან მუშაობდა „მთავარსაქწყალმშენის“ სამმართველოს უფროსის მოადგილედ. საქართველოს სსრ-ში სარწყავი სისტემების მშენებლობის ინდუსტრიალიზაციისათვის სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.
ჯილდოები
რედაქტირება- 1971 — საქართველოს სახელმწიფო პრემია (სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად)
- 1966 — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
- საპატიო ნიშნის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 145.
- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, გვ. 643-644, თბ., 2017.