გრენადილის ხე
გრენადილის ხე — ფარვანასებრთა ქვეოჯახის ზოგიერთი ტროპიკული მცენარის (შავი ხე — ლათ. Dalbergia melanoxylon , აბანოზი — ლათ. Brya ebenus) მერქანი. მოწითალო-შავი ან მოწითალო-მურა ფერისაა, მეტად მაგარი და მძიმეა (წყალში იძირება). იყენებენ საკრავებისა და სახარატო ნაკეთობათა დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 262.