გრემის წმინდა გიორგის პირველი ეკლესია

გრემის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის სასაფლაოზე.

ეკლესია დარბაზულია (8x4,5 მ). სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, მთელ სიგრძეზე გვიანდელი მინაშენები ეკვრის. სამივე ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, კირის ხსნარზე. დაზიანებულია:ჩამოშლილია ეკლესიისა და სამხრეთ მინაშენის საბურავი, ჩაქცეულია ჩრდილოეთი მინაშენის ჩრდილოეთი კედლის გარეთა წყობის დიდი ნაწილი და ჩრდილო-დასავლეთი კუთხე, მონგრეულია სამხრეთ მინაშენის სამხრეთ კედლის ნაწილი. ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან - სწორკუთხა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც თარაზულად გადახურული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა, ქვემოთ კი, კედელზე, მიშენებულია სამწახნაგა ტრაპეზი. თითო სარკმელი დასავლეთ და ჩრდ კედლებშიცაა. კონქის თაღი და დარბაზის გადამხურავი კამარა შეისრული ფორმისაა.

მინაშენს შესასვლელი დას-დან აქვს. ორივე კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა. სამხრეთ მინაშენი ჩრდ მინაშენთან შედარებით უფრო ვიწროა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც ორი სარკმელია გაჭრილი ერთი მათგანი აფსიდის ღერძზეა, მეორე-სამხრეთ გვერდშია და სამხრეთ ფასადზე გადის. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ ძევს მრგვალი ტრაპეზი. აღმოსავლეთ სარკმელი თაღოვანია და პარალელური წირთხლები აქვს. მეორე - სწორკუთხაა, გარედან ოდნავ შევიწროებული. ჩრდ კედელში ორი ოთხკუთხა ნიშია მოწყობილი.

ლიტერატურა რედაქტირება