გრემის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის ჩრდილო-დასავლეთით, გ. ბარძიმაშვილის ვენახში. დათარიღებულია XVII საუკუნის პირველი ნახევრით.

კოშკი გეგმით კვადრატულია (4,6X4,6 მ). ნაგებია ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. ახლა დარჩენილია დაახლოებით ოთხი სართულის სიმაღლეზე. პირველი სართული ყრუკედლებიანია, ამოვსებულია მიწითა და ჩამონაშალი ქვებით. შესასვლელი მეორე სართულზე აღმოსავლეთ კედელშია. კარი თაღოვანია და ნაგებია კვადრატული აგურით, შესასვლელის გცერდებზე თითო სათოფურია. ერთი სათოფური კარის მოპირდაპირედ დასავლეთ კედელშია, ხოლო ორ-ორი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. მესამე სართულზე აგურით ნაშენები ბუხარია, რომლის მარჯვნივ მცირე ზომის სამკუთხა თაღით ნიშა და სათოფურია. დასავლეთ კედელში, მარცხნივ, შეწყვილებული სათოფურია, ხოლო მარჯვნივ - ცალმაგი. ასევე ორი ცალმაგი სათოფურია აღმოსავლეთ კედელში. მეოთხე სართულის ზედა ნაწილი მორღვეულია. სართულის დასავლეთ კედლის შუაში განიერი კარია, რომელიც გადიოდა შერეული ხის აივანზე. კოშკს ხის სართულსშუა გადახურვა ჰქონია.

ლიტერატურა

რედაქტირება