გრასიას-ა-დიოსის დეპარტამენტი

გრასიას-ა-დიოსი (ესპ. Gracias a Diosმადლობა ღმერთს) — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია პუერტო-ლემპირა. ერთ დროს წარმოადგენდა მოსკიტების სანაპიროს ნაწილს, თუმცა 1957 წელს დეპარტამენტად ჩამოყალიბდა. ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან შედარებით მოწყვეტილია და ხმელეთიდან ძნელად მისაღწევი, ამიტომ, ჰონდურასის ქალაქებიდან გრასიას-ა-დიოსისკენ სრულდება ავიარეისები.

დეპარტამენტი
გრასიას-ა-დიოსის დეპარტამენტი
Departamento de Gracias a Dios
ქვეყანა ჰონდურასის დროშა ჰონდურასი
ადმ. ცენტრი Puerto Lempira
კოორდინატები 15°16′00″ ჩ. გ. 83°46′00″ დ. გ. / 15.26667° ჩ. გ. 83.76667° დ. გ. / 15.26667; -83.76667
დაარსდა 1957
ფართობი 16 630 კმ²
მოსახლეობა 76 278 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-6

2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 76 278 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 16 630 კმ²-ია. მიუხედავად იმისა, რომ ფართობის მხრივ ის ქვეყანაში მეორე უდიდესი დეპარტამენტია, მოსახლეობა საკმაოდ მცირეა და მოიცავს ფიჭვის ვრცელ სავანებს, ჭაობებსა და წვიმის ტყეებს.

გრასიას-ა-დიოსის დეპარტამენტი 6 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება