გრანადის კონფედერაცია

(გადამისამართდა გვერდიდან გრანადინის კონფედერაცია)

გრანადის კონფედერაცია (ესპ. Confederación Granadina) — მცირე ისტორიის მქონე ფედერალური სახელმწიფო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე. შეიქმნა 1858 წელს, ახალი გრანადის რესპუბლიკის კონსტიტუციის ცვლილების შედეგად, როდესაც ეს უკანასკნელი ჩაანაცვლა. მოიცავდა თანამედროვე კოლუმბიის, პანამისა და ჩრდილო–დასავლეთ ბრაზილიის ტერიტორიებს. 1863 წელს განხორციელებული მორიგი საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად ჩაანაცვლა კოლუმბიის შეერთებულმა შტატებმა.

გრანადის კონფედერაცია
ესპ. Confederación Granadina


1858 — 1863
დროშა გერბი
დევიზი
Libertad y Orden (თავისუფლება და წესრიგი)
დედაქალაქი სანტა-ფე-დე-ბოგოტა
ენა ესპანური
რელიგია კათოლიციზმი
მმართველობის ფორმა ფედერალური რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 - 1858–1861 მარიანო ოსპინა როდრიგესი
 - 1861 ბარტოლომეო კალვო
 - 1861–1863 ტომას სიპრიანო დე მოსკერა

მოკლე, მაგრამ არეულ-დარეული არსებობის მანძილზე გრანადის კონფედერაცია გამოირჩეოდა კონსერვატიული და ლიბერალური პარტიების სასტიკი ოპონირებით, რაც საბოლოოდ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ასევე იყო კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეგიონალიზმის წინ წამოწევის პერიოდები.

გრანადის კონფედერაციის პედერალური სისტემის პოლიტიკური ატმოსფერო გამოირჩეოდა პრო–ფედერალიზმითა და ცენტრიზმ–ფედერალიზმით, მეტი ავტონომია ეძლეოდათ პროვინციებს, რომელთა რიცხვმაც პრეზიდენტ მანუელ მარია მალარინოს ადმინისტრაციის დროს (1855–1857) 35–ს მიაღწია; თითოეულ მათგანს საკუთარი პროვინციული კონსტიტუცია ჰქონდა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება