გრაიმზ-გრეივზი (ინგლ. Grime's Graves) ― ნეოლითური ხანის კაჟის საბადოები ქალაქ ბრენდონთან, ინგლისში. შეისწავლება 1914 წლიდან. აღმოჩენილია 250-მდე შახტი. მაღაროებში აღმოჩნდა ირმის რქის ბარები, ქვის წერაქვები, თოხები, სარიტუალო ნივთები. კაჟის მოპოვება დაიწყო ნეოლითის ხანაში და გრძელდებოდა შუა ბრინჯაოს ხანამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება