გრადუირება (გერმ. graduiren < ლათ. gradus — „საფეხური“, „ხარისხი“), ტარირება — მეტროლოგიური ოპერაცია, რომლის მიზანია საზომ საშუალებათა (ზომის ან საზომი ხელსაწყოების) აღჭურვა სკალით ან მაგრადუირებელი ცხრილით (მრუდით). სკალის ნიშნული საჭირო სიზუსტით უნდა შეესაბამებოდეს გასაზომი სიდიდის მნიშვნელობებს, ხოლო ცხრილი (მრუდი) საჭირო სიზუსტით ასახავდეს ხელსაწყოს გამოსავალზე მიღებული ეფექტის კავშირს მის შესავალზე მიყვანილ სიდიდესთან (მაგალითად, პირომეტრის თერმოწყვილის ემძ-ის დამოკიდებულებას მისი მომუშავე ნარჩილის ტემპერატურაზე. ). გაზომვის ზუსტი საშუალებები გრადუირდება ინდივიდუალურად, ნაკლებად ზუსტისათვის კი იყენებენ წინასწარ დაბეჭდილ ტიპობრივ სკალას ან გრადუირების სტანდარტულ ცხრილს (მრუდს). ტიპობრივი სკალების ან სტანდარტული დაგრადუირებული ცხრილების გამოყენების დროს გაზომვის საშუალებათა ცდომილებების დადგენილ ნორმამდე დაყვანის მიზნით ზოგჯერ საჭირო ხდება მათი რეგულირება.

გრადუირებული ხელსაწყოები
გრადუირებული კუთხის საზომი ტრანსპორტირი
გრადუირებული შტანგენფარგალი
გრადუირებული გრინდომეტრი

ლიტერატურა

რედაქტირება