ლოგარითმული სახაზავი

ლოგარითმული სახაზავი, საანგარიშო სახაზავიხელსაწყო, რომელსაც მარტივი გამოთვლებისათვის იყენებენ. მისი მეშვეობით ოპერაციები რიცხვებზე (გამრავლება, გაყოფა, ახარისხება, ამოფესვა და სხვა) იცვლება ოპერაციებით ამ რიცხვთა ლოგარითმებზე. ლოგარითმული სახაზავი შედგება კორპუსის, ძვრიასა და გამჭვირვალე მორბედისაგან, რომელსაც აქვს სამიზნებელი ხაზი.

კორპუსსა და ძვრიაზე არის C და D ძირითადი ხაზები, რომლებიც ისეა მონიშნული, რომ ნებისმიერი x რიცხვის (მთელი ან წილადი 1-დან 10-მდე) მდებარეობა განისაზღვრება სკალის დასაწყისიდან გადაზომილი -ის ტოლი მონაკვეთის სიგრძით ( — სკალის მოდული). C და D სკალების მონაკვეთების გეომეტრიული შეკრება-გამოკლება ძვრიას გადაადგილების მეშვეობით ცვლის შესაბამისი რიცხვების გამრავლება-გაყოფის ოპერაციას. ლოგარითმულ სახაზავზე არის აგრეთვე (R), (A, B), (K), (L), ტრიგონომეტრიული ფუნქციების მნიშვნელობათა სკალები და სხვა. ჩვეულებრივი ლოგარითმული სახაზავის სიზუსტეა 3 ნიშანი.

ლიტერატურა

რედაქტირება