გოშის ტბა
გოშის ტბა (სომხ. Գոշ լիճ) — ტბა სომხეთში, ტავუშის პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე, სოფელ გოშიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ში. მოქცეულია დილიჯანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ზედაპირის ფართობი 0,008 კმ², სიგრძე — 100 მ, სიგანე — 80 მ. მაქსიმალური სიღრმე — 8 მ, წყლის მოცულობა — 1500 მ³. საზრდოობს წყაროს წყლითა და ატმოსფერული ნალექებით. ზაფხულში წყლის ზედაპირის ტემპერატურა 14° C-ია.[1] ტბაზე დაჭაობების პროცესი მიმდინარეობს, ილექება ლამი. ტბას თვალყურს ეკოლოგები ადევნებენ.[2]
გოშის ტბა | |
---|---|
გოშის ტბა | |
კოორდინატები: 40°43′12″ ჩ. გ. 45°00′57″ ა. გ. / 40.72000° ჩ. გ. 45.01583° ა. გ. | |
მდებარეობა | სომხეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1400 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 8 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გოშის ტბა — ინფორმაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-09. ციტირების თარიღი: 2015-02-11.
- ↑ გოშის ტბა — ინფორმაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-02-11.