გოტარდის მასივი (გერმ. Gotthardmassiv) — მთის მასივი შვეიცარიაში. მდებარეობს გრაუბიუნდენის, ტიჩინოს, ვალესა და ურის კანტონების ტერიტორიაზე. უმაღლესი მწვერვალია დამასტოკი (3630 მ). სახელი ეწოდა ალპების მაღალმთიანი უღელტეხილის სენ-გოტარდის სახელის მიხედვით. SOIUSA-ს კლასიფიკაციით, გოტარდის მასივი აერთიანებს მონტელეონე-სენტ-გოტარდის ალპებს. ჩრდილოეთით ვრცელდება ზუსტენის უღელტეხილი (2224 მ), დასავლეთით გრიმზელის უღელტეხილია (2164 მ). უმეტესწილად აგებულია გნაისებით. გოტარდის მასივზე გეოლოგიურ გამოკვლევებს ატარებდა გერმანელი გეოლოგი და პალეონტოლოგი კარლ ფონ ფრიტჩი.

გოტარდის მასივი
გოტარდის მასივი
გოტარდის მასივი
კოორდინატები: 46°38′28″ ჩ. გ. 8°25′06″ ა. გ. / 46.64111° ჩ. გ. 8.41833° ა. გ. / 46.64111; 8.41833
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
უმაღლესი წერტილი დამასტოკი
სიმაღლე 3630 
გოტარდის მასივი — შვეიცარია
გოტარდის მასივი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Sergio Marazzi, Atlante Orografico delle Alpi. SOIUSA, Pavone Canavese, Priuli & Verlucca, 2005. ISBN 978-88-8068-273-8