გრიმზელის უღელტეხილი
გრიმზელის უღელტეხილი (გერმ. Grimselpass) — უღელტეხილი ბერნის ალპებში. მდებარეობს შვეიცარიის ბერნისა და ვალეს კანტონების საზღვარზე. სიმაღლე 2165 მ. აკავშირებს რონის ხეობას მდინარე აარეს ზემო დინების ხეობასთან. სიახლოვეს რონის მყინვარია. აქვე მიედინება მდინარე რონა. კალთებზე, ზღვის დონიდან 1908 მ სიმაღლეზე მდებარეობს ხელოვნური ტბა გრიმზელ-ზეე.
გრიმზელის უღელტეხილი | |
---|---|
გრიმზელის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 46°33′40″ ჩ. გ. 8°20′12″ ა. გ. / 46.56111° ჩ. გ. 8.33667° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 2165 მ |
ქედი | ბერნის ალპები |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გრიმზელის უღელტეხილი“ ვიკისაწყობში.
- გრიმზელის უღელტეხილი – ინფორმაცია[მკვდარი ბმული] (ინგლისური)