გორშევარდნის ეკლესია
გორშევარდნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელიასხევში, 1 კილომეტრზე, გორშევარდნის მთის წვერზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით, რომელშიც შირიმის გათლილი ქვებია ჩართული. ეკლესიის გადახურვა ჩამონგრეულია. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია, კარის გადახურვა ჩამოშლილია. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზიაა მიდგმული. ეკლესიის სამხრეთით, რამდენიმე ნაბიჯზე, ოთხკუთხა კოშკის ნანგრევია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 393.