გორო მიაძაკი (იაპონ. 宮崎 吾朗?) (დ. 21 იანვარი, 1967) — იაპონელი რეჟისორი და ლანდშაფტის სპეციალისტი. იგი არის ოტა აკემისა და ჰაიაო მიაძაკის შვილი. თავდაპირველად მას არ სურდა, მამის საქმიანობა გაეგრძელებინა და ლანდშაფტის სპეციალისტის განათლება მიიღო, თუმცა მოგვიანებით კინოინდუსტრიას შეუერთდა.[2] იგი არის Studio Ghibli-ს ფილმების, ხმელეთზღვის ამბები (2006) და ყაყაჩოების ბორცვიდან (2011) რეჟისორი. ამჟამად სატელევიზიო ეთერში გადის მისი კიდევ ერთი ნამუშევარი, ანიმაციური სერიალი „ყაჩაღის ასული რონია“, გადაღებული ასტრიდ ლინდგრენის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

გორო მიაძაკი
დაბადების თარიღი 21 იანვარი, 1967 (1967-01-21) (57 წლის)
ტოკიო, იაპონია
საქმიანობა რეჟისორი
შვილ(ებ)ი 1[1]
მშობლები მამა: ჰაიაო მიაძაკი
დედა: ოტა აკემი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Keegan, Rebecca. (March 8, 2013) Goro Miyazaki sets his own path in animation. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: March 9, 2013.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-01. ციტირების თარიღი: 2015-01-14.