გორის სავიკარიო (რუს. Горийское викариатство) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი სავიკარიო 1811-1917 წლებში.

შეიქმნა 1811 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, 1812 წლის 30 იანვარს, რუსეთის სინოდის განკარგულებით. იგი შედიოდა მცხეთისა და ქართლის ეპარქიის შემადგენლობაში, რომელთა მმართველი საქართველოს ეგზარქოსი იყო. გორის ეპისკოპოსი საქართველოს ეგზარქოსის ვიკარ-ეპისკოპოსად ითვლებოდა. რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით გორის ვიკარ-ეპისკოპოსად დაინიშნა დოსითეოსი (ფიცხელაური), რომელიც 1811-1814 წლებში პეტერბურგში იმყოფებოდა და საქართველოს საეგზარქოსოს გარდაქმნის პროექტზე მუშაობდა; რუსეთის სინოდის მითითებით დოსითეოსმა შეიმუშავა საქართველოს 121 საეკლესიო მოწყობის ახალი დებულება, რომელიც 1814 წლის 30 აგვისტოს რუსეთის იმპერატორმა დაამტკიცა. დოსითეოსს მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა და დაინიშნა ახალდაარსებული „ოსეთის სასულიერო კომისიის“ ხელმძღვანელად.

გორის ვიკარ-ეპისკოპოსები ძირითადად ცხოვრობდნენ თბილისში და ეგზარქოსს ეხმარებოდნენ ეპარქიის მართვაში. გორის სავიკარიოს ტერიტორიაზე არსებობდა გორის სასულიერო სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულები სწავლას თბილისის სასულიერო სემინარიაში აგრძელებდნენ. გორის ვიკარ-ეპისკოპოსები იყვნენ:

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ გორის სავიკარიო გაუქმდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბუბულაშვილი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 118.
  • Кирион (Садзагелов), Краткий очерк истории Грузинской Церкви и Экзархата за XIX ст., Тфл., 1901.