გორდის ნამოსახლარი
გორდის ნამოსახლარი — ქვედა პალეოლითის ხანის (ძვ. წ. 100 ათ. – 40 ათ. წწ.) სახელოსნო-ნამოსახლარი. აღმოჩენილია (ექსპედიციის ხელმძღვ. კ. კალანდაძე) 1982 წელს სოფელ ზედა გორდში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ეზოში. ზედაპირულად აიკრიფა კაჟის იარაღი (საფხეკები, დანალამელები, ნუკლეუსი და წარმოების ნაშთები). იქვე, ზეგანზე, გამოდის კაჟის ე. წ. ძარღვები, რითაც ამ იარაღს ამზადებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- კალანდაძე კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 109.
- Каландадзе К. С., Бердзенишвили Н. З., Работы Цхалтубской археологической экспедиции, «Полевые археологические экспедиции в 1982 году», Тб., 1985.