გორგიპია (მუზეუმი)
გორგიპია (რუს. Горги́ппия) — არქეოლოგიური მუზეუმი ღია ცის ქვეშ ქალაქ ანაპაში.[1]
გორგიპია (მუზეუმი) | |
---|---|
44°53′46″ ჩ. გ. 37°18′39″ ა. გ. / 44.89611° ჩ. გ. 37.31083° ა. გ. | |
დაარსდა | წ. |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | Anapa |
ოფიციალური საიტი | http://museumanapa.ru/ |
ახლანდელი ანაპის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სანაპიროზე, უძველეს ხანაში არსებობდა ქალაქი გორგიპია,[2] რომელიც ბერძნული ცივილიზაციის მემკვიდრეობაა და რომელიც გახდა თანამედროვე ევროპული კულტურის საფუძველი. ეს არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს 1,6 ჰექტარ დაცულ ტერიტორიას, რომლიდანაც 0,7 ჰა გამოკვლეულია და მოწყობილია დასათვალიერებლად.[3]
გორგიპიას მუზეუმის დამაარსებლად ითვლება რუსი არქეოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიისა და შუა აზიის არქეოლოგიის მკვლევარი ნიკოლაი ივანეს ძე ვესელოვსკი (1848-1918),[4] რომლის სისტემატურმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში იმდენად მდიდარი მასალა გამოავლინა, რომ ძლივს ასწრებდა აღრიცხვას. მან არქეოლოგიაში მეცნიერულად პირველმა აღწერა ყორღანების განლაგების პრინციპი. მან პირველმა დაადგინა ფაქტი, რომ ერთი ეპოქის ყორღანები, ჩვეულებრივ, როგორც წესი, შეჯგუფებულია ერთ ადგილას და განსაზღვრა სხვადასხვა ეპოქისთვის დამახასიათებელი დამარხვის წეს-ჩვეულებები.
ექსპოზიცია
რედაქტირებამუზეუმის უნიკალურ მახასიათებელს წარმოადგენს ძვ. წ. IV საუკუნიდან ჩვ. წ. III საუკუნემდე არსებული უძველესი ქალაქის — გორგიპიას გათხრების ნაწილი, რომელიც ღია ცის ქვეშ არის წარმოდგენილი. ჩანს სარდაფები, საცხოვრებელი კორპუსებისა და მარნების საძირკვლები, ჭები, მოკირწყლული ქუჩები, ციხის კედლის ფრაგმენტი. ასევე ღია ცის ქვეშ გამოფენილია ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური სიძველეები — ტაძრის ფრონტონისა და სვეტების მოჩუქურთმებული სახის ფრაგმენტები, სარკოფაგები და საფლავის ქვები.
გათხრილი სანგრები პირველია, რითაც მნახველი გორგიპიას სიძველეს ეცნობა. მუზეუმის თანამშრომლები მას მთავარ ექსპონატად თვლიან. ამ ანტიკური ცივილიზაციის ხილული ძეგლის შესწავლისა და მოვლის ისტორია უკვე 6 ათეულ წელზე მეტს ითვლის.
მუზეუმის შენობაში გამოფენილია ბრინჯაოს და მარმარილოს ქანდაკებები, ტერაკოტის ფიგურები, მოხატული შავი და წითელი კერამიკის პრიალა ჭურჭელი, მინის ჭურჭელი და მორთულობები, იარაღი, მონეტები.
მუზეუმის ექსპოზიცია განთავსებულია 1887, 1900 და 1914 წლებში აშენებულ ანაპის პირველ საკურორტო დაწესებულებებში. დამთვარიელებლებს შეუძლიათ ნახონ 10 ექსპოზიცია და გამოფენა, სხვადასხვა ისტორიული ეპოქის 40 000-ზე მეტი ექსპონატი, უნიკალური ანტიკური ფრესკები ჰერაკლეს გმირობის ამსახველი გამოსახულებებით, ანტიკური ქალაქის — გორგიპიას კვარტლების ნაშთები. მუზეუმში იმართება თეატრალიზებული ექსკურსიები. მოწყობილია ინტერაქტიური მოედნები ბავშვებისთვისა და მოზრდილებისთვის, სადაც სხვადასხვა სფეროს შემოქმედები თავიანთ ოსტატობას აჩვენებენ.
ისტორია
რედაქტირებაჯერ კიდევ 1940-იან წლებში ექსპედიციამ არქეოლოგ ვ.დ. ბლავატსკის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ ანტიკური ქალაქის ნაშთები, რომელიც 50 ჰექტარზე მეტ ფართობს იკავებდა, მთლიანად დამალულია თანამედროვე ანაპის კვარტლებით. გათხრების წარმოება მხოლოდ დაუსახლებელ ტერიტორიებზე იყო შესაძლებელი. 1954-1956 წლებში გათხრები ჩატარდა მშენებარე კინოთეატრის ზონაში, სადაც ნაპოვნი იქნა ძველი სამარხი. 1960 წელს გათხრებს აწარმოებდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ანაპა-ქერჩის ექსპედიცია. ამის შემდეგ გათხრები ყოველწლიური გახდა და თანამშრომლობდა ანაპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან.[5]
1975 წელს ანაპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გორგიპიის ნეკროპოლში აღმოაჩინა და გამოიკვლია ჩვ.წ. II-III საუკუნის ორი აკლდამა.
1977 წელს სსრკ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა არქეოლოგიური ნაკრძალი „გორგიპია“. ანაპის მუზეუმს მიენიჭა არქეოლოგიურის სტატუსი და ის შევიდა კრასნოდარის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში.
1978 წელს გაიხსნა პირველი ექსპოზიცია, რომელიც ეძღვნებოდა გორგიპიას. დაიწყო კონსერვაციისა და სარესტავრაციო სამუშაოები.
1999 წელს გაიხსნა მემორიალური ექსპოზიცია „დაბრუნება სამშობლოში“, 2008 წელს — სტაციონარული ექსპოზიცია „ანტიკური ქალაქი გორგიპია“, 2013 წელს — „ანაპა - სამხედრო დიდების ქალაქი“.
2018 წელს მუზეუმი შევიდა ტურისტულ მარშრუტში „ბოსფორის სამეფოს ოქროს წრე“.[6]
მუზეუმი „გორგიპია“ ანაპაში ნამდვილი არქეოლოგიური ნაკრძალია, რომელშიც შეიძლება ტაძრების, სვეტების, სარკოფაგების და სამარხების დიდებული მოპირკეთების შეფასება. მართალია წარმოდგენილი ექსპონატების უმრავლესობა ფრაგმენტული სახითაა შემონახული, მაგრამ უფრო მეტ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
ფილიალი
რედაქტირებაანაპის რეგიონალური მუზეუმი, პროტაპოვის ქ., #1 [7] .