ლეონიდე გორგილაძე

(გადამისამართდა გვერდიდან გორგილაძე, ლეონიდე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორგილაძე.

ლეონიდე ერემიას ძე გორგილაძე (დ. 5 სექტემბერი, 1914, თბილისი — გ. 22 სექტემბერი, 1989, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1983; წევრ-კორესპონდენტი 1974). ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1960), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1933 წელს დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1938-1952 წლებში მუშაობდა სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, პარტიის ისტორიული სექტორის გამგედ. 1946-1964 წლებში იყო თსუ-ის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე, 1964 წლიდან — მეცნიერული კომუნიზმის კათედრის გამგე, ხოლო 1962-1966 წლებში — პრორექტორი. მუშაობდა კომპარტიის ისტორიისა საკითხებზე.

მთავარი ნაშრომები:

  • "მარქსიზმის ისტორიისათვის საქართველოში" (1956);
  • "ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან" (1961);
  • "სოციალიზმის ისტორიიდან" (წგ. 1-2, 1967-1970).

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება