გორგანის ყურე
გორგანის ყურე (სპარს. خلیج گرگان) ― კასპიის ზღვის ყურე ირანის სანაპიროსთან. ხმელეთში შეჭრილია 63 კილომეტრზე. სიგანე 11 კილომეტრი, სიღრმე 4 მეტრამდე. გორგანის სრუტით უერთდება ზღვას. სანაპირო დაჭაობებული დაბლობია. ყურის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები გორგანი, ბენდერ-შაჰი და სხვა.
გორგანის ყურე | |
---|---|
სპარს. خلیج گرگان | |
კოორდინატები | 36°49′25″ ჩ. გ. 53°45′00″ ა. გ. / 36.82361° ჩ. გ. 53.75000° ა. გ. |
აუზი | კასპიის ზღვა |
ქვეყნები | ირანი |
საშუალო სიღრმე | 4 მ |
სიგრძე | 63 კმ |
სიგანე | 11 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 222.