კარლო II გონძაგა
კარლო II გონძაგა (იტალ. Carlo II. Gonzaga; დ. 1609 — გ. 30 აგვისტო, 1631) — ნევერის და რეთელის ჰერცოგის კარლო I-ის ვაჟი. 1627 წლის 25 დეკემბერს მან იქორწინა მარია გონძაგაზე (1609—1660), მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგის ფრანჩესკო IV გონძაგას ქალიშვილზე და ჰერცოგ ვინჩენცო II-ის მემკვიდრეზე. ვინჩენცო II ქორწილის დღეს გარდაიცვალა და მემკვიდრეობის საკითხი გამწვავდა.
ამ ქორწინებით ვინჩენცო II-ეს სურდა მანტუის და მონფერატოს მემკვიდრეობის საკითხი მოეგვარებინა, ისე რომ ეს საჰერცოგოები გონძაგას დინასტიის მფლობელობაში დარჩენილიყო. მანტუის მემკვიდრეობისათვის ომი საფრანგეთის მეფე ლუი XIII-სა და იმპერატორ ფერდინანდ II-ეს შორის 1631 წელს ჩერასკოს ზავით ვინჩენცო II-ეს სურვილისამებრ დასრულდა.
მანტუის ჰერცოგი არა კარლო II, არამედ მამამისი კარლო I გახდა. კარლო II-ეს რეთელის საჰერცოგო ერგო და იგი მამაზე ადრე გარდაიცვალა. მისი ვაჟი კარლო III 1637 წელს მარტუის, მონფერატოს, ნევერის და რეტელის ჰერცოგი გახდა.
კარლო II-ესა და მარია გონძაგას 2 შვილი ჰაყავდათ:
- ∞ იზაბელა კლარა ავსტრიელი, ერცჰერცოგ ლეოპოლდ V-ის ასული.
- ∞ იმპერატორი ფერდინანდ III.