გომფონემა
გომფონემა (ლათ. Gomphonema) — კაჟოვანი წყალმცენარეების (ლათ. Bacillariophyta) გვარი. ერთუჯრედიანი ფორმები, სუბსტრატთან ლორწოვანი „ჭიმებით“ მიმაგრებული; იშვიათად ქმნიან დატოტვილ კოლონიებს. უჯრედები სოლისებრი, ლანცეტისებრი ან სწორხაზოვანია. მათი ბოლოები კი — მომრგვალებული, თავაკიანი, ზოგჯერ წაწვეტებულიც სხვადასხვაგვარი ზედა და ბაზალური ბოლოთი. აქვს ვიწრო ღერძული, იშვიათად — გარდიგარდმო გაგანიერებული მომცრო, მომრგვალებული შუა ველი, უმთავრესად ერთი ან რამდენიმე იზოლირებული წერტილით. განივი შტრიხები ნაზი, პუნქტირებული, იშვიათად ხაზოვანია. ფართოდაა გავრცელებული ძირითადად მტკნარ წყლებში, ბინადრობს წყალსატევების ფსკერზე.
საქართველოში ცნობილია გომფონემის გვარის 43 წარმომადგენელი (8 სახეობა, 29 სახესხვაობა, 6 ფორმა). განსაკუთრებით ხშირად გვხვდება: ლათ. Gomphonema angustatum, Gomphonema parvulum, Gomphonema intricatum, Gomphonema truncatum.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუხალეიშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 95.