ლია გომელაური

(გადამისამართდა გვერდიდან გომელაური, ლია)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომელაური.

ლია იოსების ასული გომელაური (დ. 8 იანვარი, 1947, თბილისი) — ქართველი პათოფიზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1991–1999 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1999–2005 წლებში — საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგე. 2005–2006 — ამავე აკადემიის ფუნდამენტური მედიცინის კათედრის გამგე. 2009 წლიდან არის პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პათოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. გომელაურის სამეცნიერო შრომები ეხება — ვეგეტატიური ფუნქციების ცენტრალურ სარეგულაციო მექანიზმებს. გომელაური 1996 წლიდან არის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოებისბის წევრი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Значение хемосенситивности церебральных структур в регуляции некоторых обменно-вегетативных сдвигов, Тб., 1994.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება