გომბეშო (პერსონაჟი)

გომბეშო (მორტიმერ ტოინბი)Marvel Comics-ის სუპერბოროტმოქმედი, იქს-ადამიანების მტერი. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მწერალი/ილუსტრატორი ჯეკ კირბის მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში შემზარავი იქს-ადამიანები #4 (1964 წლის მარტი).

გომბეშო
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა [შემზარავი] იქს–ადამიანები #4 (1964 წლის მარტი)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი, ჯეკ კირბი
დახასიათება
ალტერ ეგო მორტიმერ ტოინბი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
ფსევდონიმები გომბეშოთა მრისხანე მეფე
მოკავშირეები ბოროტი მუტანტების საძმო
198
მცველები
Misfits
შესაძლებლობა

ენისა და ფეხების ზეადამიანური სიძლიერე, მოქნილება, სისწრაფე, რეფლექსები, კოორდინაცია, ბალანსი, ხტომის შესაძლებლობები

  • წებოვანი ფისის გამოყოფა ხელებიდან და ფეხებიდან
  • უსუნო, ფერმონული შხამის გამოყოფა გონებათა კონტროლირების მიზნით
  • ფილტვებიდან ჰაერის ძლიერი ნაკადის ამოტყორცნა
  • ენის დაგრძელება
  • ჭრილობათა სწრაფად განკურნების შესაძლებლობა
  • წებოვანი ფურთხი
  • ამფიბიებთან გონებრივი კავშირის დამყარება

გომბეშო სუსტი, კუზიანი მუტანტია, რომელსაც აქვს გრძელი ენა და ფლობს ზეადამიანური ხტომის უნარს. სამოციანი წლების ბოროტი მუტანტების საძმოში გომბეშო მაგნეტოს მსახურია. საბოლოოდ, იგი ხელმძღვანელი ხდება საძმოს საკუთარი ვარიანტისა, რომელიც რეალურად წვრილმანი დანაშაულების ჩადენით უფროა დაკავებული, ვიდრე მუტანტების განთავისუფლებისათვის ბრძოლით.

2000 წლის სრულმეტრაჟიან ფილმში იქს-ადამიანები, რეი პარკმა განასახიერა გომბეშოს განსხვავებული ვარიანტი, რომელიც კადნიერი და სარკაზმულია. მისი ზეადამიანური სისწრაფე და კედელზე-ცოცვის უნარი მას ზოგიერთ იქს-ადამიანთან ათანაბრებს. ყოველივე ამან გავლენა იქონია კომიქსების წიგნებზე, ვინაიდან 2000 წლის შემდგომ გამოცემულ კომიქსებში გომბეშო რეი პარკის ვარიანტს უფრო ემსგავსება, ვიდრე ორიგინალს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება