გომართის წმინდა გიორგის ეკლესია (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომართის წმინდა გიორგის ეკლესია.

გომართის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დგას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის სამხრეთ-დასავლეთით 1 კილომეტრზე, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. XX საუკუნის 90-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთე, შიგნიდან და გარედან შეულესავთ და ღარისებრი კრამიტით გადაუხურავთ. ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო. ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გადახურულია შეისრული თაღით, რომელიც გარედან კედლის სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა, გარეთკენ დავიწროებული სარკმელი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია სწორკუთხა ტრაპეზი. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში ორ-ორი პატარა სწორკუთხა ნიშაა, შუა ნაწილში კი - თითო სწორკუთხა სარკმელი, რომელთა ქვედა ნახევარი შეკეთების დროს ამოუშენებიათ. შიგნით ეკლესია შეისრული კამარითაა გადახურული.

ლიტერატურა

რედაქტირება