გოლესტანის სასახლე

გოლესტანის სასახლე (სპარს. کاخ گلستان) — სასახლე და მუზეუმი თეირანში. „გოლესტანი“ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ვარდების სასახლე“.

გოლესტანის სასახლე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ირანის დროშა ირანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** აზია
კოორდინატები 35°40′47″ ჩ. გ. 51°25′13″ ა. გ. / 35.67972° ჩ. გ. 51.42028° ა. გ. / 35.67972; 51.42028
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2013  (37-ე სესია)
ნომერი 1422
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1422
ინგლ.რუს.ფრ.

სასახლე ააგეს შაჰ-თამაზ I-ის მეფობის პერიოდში (1524-1576 წწ.), მაგრამ მუდმივად მიმდინარეობდა მისი რესტავრაცია XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში. გოლესტანის მშენებლობის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ქერიმ-ხანმა (1750-1779 წწ.), აღა-მაჰმად-ხანმა (1742-1797 წწ.), რომელმაც თეირანი თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია და ნასრედინ-შაჰმა (1848-1896 წწ.), რომელიც დაკრძალულია სასახლის კომპლექსის ტერიტორიაზე.

გოლესტანის სასახლე-მუზეუმი დაყოფილია 7 ნაწილად, რომელშიც გაერთიანებულია 20-მდე ნაგებობა: ანთროპოლოგიური მუზეუმი, ბრილიანტის დარბაზი, აქს-ხანე (ფოტოგრაფიის მუზეუმი), ხოუზ-ხანე (პორტრეტების გალერეა), ნეგარ-ხანე (სურათების გალერეა), შამს-ულ-ემანეხის პავილიონი და მარმარილოს სატახტო დარბაზი.

2013 წლის 23 ივნისს სასახლე შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].