გოლდი ბლანკოფ-სკარი
გოლდი ბლანკოფ-სკარი (Goldie Blankoff-Scarr) (დ. 21 ივნისი, 1928, ნიუ-იორკი) — ბელგიაში მოღვაწე სლავისტი და ხელოვნებათმცოდნე.
ფრანგულ და ინგლისურ ენებს ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. მშობლიური ინგლისურის გარდა, თავისუფლად ფლობდა ფრანგულ, რუსულ და ქართულ ენებს. იყო ბრიუსელის მთარგმნელთა და თარჯიმანთა უმაღლეს სახელმწიფო ინსტიტუტის რუსული ენისა და ცივილიზაციის პროფესორი, ასევე კავკასიოლოგიის საზოგადოების წევრი ევროპაში, ბელგია-საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი (1989). მისი ქმარი, ჟან ბლანკოფი — რუსული წარმოშობის ბელგიელი სლავისტი.
გამოქვეყნებული აქვს ასევე ნაშრომები ქართულ კულტურის შესახებ — „საბჭოთა მრავალეროვანი ლიტერატურა: ორი ქართველი მწერალი – ნოდარ დუმბაძე და ჭაბუა ამირეჯიბი“ (1986), „ნოდარ დუმბაძე“ (1987), „თენგიზ აბულაძე და ქართული კინემატოგრაფიის აყვავება“ (1987), „მეშვიდე ხელოვნება საქართველოში. პოლიტიკური, კულტურული და აქსიოლოგიური ასპექტები“ (1991) და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 449.