გოთარდის საბაზო გვირაბი

გოთარდის საბაზო გვირაბი (GBT) – სარკინიგზო გვირაბი შვეიცარიაში. იწყება ერსტფელდის მუნიციპალიტეტში (ურის კანტონი) და მთავრდება ბოდიოს მუნიციპალიტეტში (ტიჩინოს კანტონი). სიგრძე 57 კილომეტრი. გვირაბი აშენდა იმ მიზნით რომ შეემცირებინა ციცაბო დაღმართების რაოდენობა და შვეიცარია შეუერთდეს მაღალსიჩქარიანი მიწისზედა ტრანსპორტის ევროპულ ქსელს. მისი გაყვანა დასრულდა 2010 წლის 15 ოქტომბერს[1] და იგი გახდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი.[2]

გოთარდის საბაზო გვირაბი

მშენებლობაზე ერთდროულად მუშაობდა 1500 მუშა, სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობდა. გვირაბში ორი დამოუკიდებელი ლიანდაგის ხაზი გაივლის, რომლებიც ერთმანეთს ყოველ 325 მეტრში უკავშირდება. გვირაბში განთავსებული იქნება საგანგებო საავარიო სადგურები, რომლებიც სპეციალური შახტებით დედამიწის ზედაპირთან იქნება დაკავშირებული.