გოგონა მატარებელში
გოგონა მატარებელში — ბრიტანელი მწერლის, პოლა ჰოკინზის, 2015 წლის ფსიქოლოგიური თრილერი. რომანი სამი განსხვავებული ქალის პერსპექტივიდანაა მოთხრობილი და ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა ოჯახური ძალადობა, ალკოჰოლიზმი და ნარკომოხმარება.[1][2] 2015 წლის 1 თებერვლიდან, 13 კვირის მანძილზე რომანი ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერების სიაში პირველ ადგილს იკავებდა.[3] მრავალმა კრიტიკოსმა ნაწარმოები გილიან ფლინის „გაუჩინარებულ ქალს“ შეადარა.[4][5]
„გოგონა მატარებელში“ | |
---|---|
ავტორი | პოლა ჰოკინზი |
ენა | ინგლისური ენა |
გამოცემის თარიღი | 13 იანვარი, 2015 |
2016 წელს რომანის ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ემილი ბლანტი ასრულებს.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Saner, Emine (21 April 2015). „The Girl on the Train: how Paula Hawkins wrote 'the new Gone Girl'“. The Guardian. ციტირების თარიღი: 17 July 2015.
- ↑ Alter, Alexandra (30 January 2015). „Welcoming the Dark Twist in Her Career“. New York Times. ციტირების თარიღი: 17 July 2015.
- ↑ „Best Sellers : Hardcover Fiction“. The New York Times. 26 April 2015. ციტირების თარიღი: 1 July 2016.
- ↑ Review excerpts. ციტირების თარიღი: 21 April 2015
- ↑ Lawless, Jill (22 March 2015). „'The Girl on the Train' is a runaway hit for Paula Hawkins“. Redding Record Searchlight. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 March 2015.
- ↑ Dargis, Manohla (5 October 2016). „Review: In 'The Girl on the Train,' a Boozy Emily Blunt Never Winks“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 8 December 2016.