გოა, დამანი და დიუ
გოა, დამანი და დიუ — ინდოეთის ადმინისტრაციული ერთეული, მოკავშირე ტერიტორია 1961–1987 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი იყო პანაჯი. ფართობი 3,8 ათასი კმ². 1987 წელს გოა გახდა შტატი, ხოლო დამანი და დიუ დარჩა, როგორც მოკავშირე ტერიტორია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 194.