გნეტუმი
გნეტუმი (Gnetum) — გნეტუმისებრთა ოჯახის ერთადერთი, უძველესი გვარი. უმეტესად ლიანები, ზოგჯერ კი პატარა ხეები ან ბუჩქებია.
გნეტუმი | ||||
---|---|---|---|---|
| ||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
| ||||
ლათინური სახელი | ||||
Gnetum | ||||
|
გნეტუმის 40-მდე სახეობა გავრცელებულია ძირითადად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ ამირიკისა და დასავლეთ აფრიკის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ორსახლიანი მცენარეებია, რომელთა მიკრო და მეგასტრობილები რგოლებადაა შეკრებილი თავთავისებრ ყვავილებში.
გნეტუმის მდედრობით გამეტოფიტს არქეგონიუმი არ აქვს და კვერცხუჯრედი გამეტოფიტის ზედა ნაწილის თავისუფალი ბირთვებისაგან ვითარდება. ზოგი სახეობის, მაგ., Gnetum gnemon-ის ნაყოფი, ნორჩი ფოთლრბი და სტრობილები იჭმება; Gnetum ula-საგან იღებენ საჭმელ ზეთს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 3, გვ. 193, თბ., 1978