გმირი დედა (ორდენი)
„გმირი დედა“ (რუს. Мать-героиня) — საპატიო წოდება და ორდენი, რომელიც დააწესა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1944 წლის 8 ივლისს. „გმირის დედის“ წოდებას ანიჭებდნენ დედებს, რომელთაც შობეს და აღზარდეს 10 შვილი; ამასთანავე მათ გადასცემდნენ „გმირი დედის“ ორდენსა და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელს. ორდენი — ვერცხლის სხივების ფონზე ამობურცული ოქროს ხუთქიმიანი ვარსკვლავი — მკერდის მარცხენა მხარეს მაგრდება წითლად მომინანქრებული ფიგურული ლითონის ფირფიტით. დაჯილდოებულის გარდაცვალების შემდეგ „გმირი დედის“ ორდენი, ორდენის წიგნაკი და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი სამახსოვროდ რჩება გარდაცვლილის ოჯახს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 192-193.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გმირი დედა (ორდენი)“ ვიკისაწყობში.
- ინფორმაცია ორდენის შესახებ