გლოლის ბერის საყდარი
(გადამისამართდა გვერდიდან გლოლის „ბერის საყდარი“)
გლოლის ბერის საყდარი — XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ გლოლაში, ონის მუნიციპალიტეტში. ეკლესია ერთადერთია, რომელმაც გლოლის „ზედქალაქის“ შუა საუკუნეთა უამრავ ნაგებობათაგან სრული სახით მოაღწია. ეკლესია მცირე ზომისაა – 3,6 X 2,2 მ. ექვთიმე თაყაიშვილის თქმით, „ეკლესიის აშენებას მიაწერენ დავით აღმაშენებელს და მას „საბეროს“ უწოდებდნენ, ვინაიდან აქ მწირს უცხოვრია“. ეკლესია XIII საუკუნეში მოუხატავთ. 1910–იან წლებამდე აქ შემორჩენილი იყო თამარ მეფის ფრესკა, რომელიც დაზიანდა და წაიშალა უყურადღებობის გამო. ეკლესიას ადგილობრივი მოსახლეობა „სულტანეთ წმინდა გიორგით“ მოიხსენიებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 74.