გლისანდო
გლისანდო (იტალ. glissando, ფრანგ. glisser - სრიალი), მუსიკალური ნაწარმოების შესრულების განსაკუთრებული ხერხი; შემსრულებელი ასრიალებს თითს არფის ან სხვა ხემიანი საკრავის სიმებზე, ფორტეპიანოზე (ერთი ან რამდენიმე თითის ფრჩილს თეთრ კლავიშებზე). ტრომბონზე წარმოიშობა კულისის მოძრაობით. გლისანდო იძლევა კოლორიტულ ბგერით ეფექტს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 3, გვ. 188, თბ., 1978