გლერტა (Cynodon dactylon) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. აქვს გრძელი ფესურა. მიწისზედა ხშირფოთლიანი ვეგეტატიური მიწისზედა ხშირფოთლიანი ვეგეტატიური მხოხავი ღერო 8—10 სმ აღწევს, გენერაციული — 15—20 სმ, იშვიათად — 50 სმ. ერთი მცენარე იძლევა 1200—2000 თესლს. გვალვაგამძლეა.
გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში უმთავრესად დაბლობებში გვხვდება. ბუნებრივ სათიბ-საძოვრებზე ერთ-ერთი საუკეთესო საკვები ბალახია, კარგია ნაკვეთის ხელოვნური დაკორდებისათვის, ამავე დროს მინდვრის კულტურების, ვენახის, ბაღის, ბოსტნის ძნელად მოსასპობი სარეველაა. ბრძოლის ღონისძიებანი: თესლბრუნვა, ნიადაგის ღრმად დამუშავებამ ჰერბიციდებია გამოყენება.
- ქსე, ტ. 3, გვ. 176, თბ., 1978