გლდანის პირველი სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
გლდანის პირველი სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ გლდანის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბორცვზე, მოქმედი სასაფლაოს გვერდით, ადგილ კალოებში. თარიღდება ფეოდალური ხანით. სამარხები წარმოადგენს ქვის ბრტყელი ფილებით ნაგებ ქვაყუთებს, რომლებიც დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. მათი ნაწილი სანახევროდ გაშიშვლებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 274.