გლადის ფრეიზინი
გლადის ფრეიზინი (დ. 21 ივნისი, 1900 წ. - გ. 9 მარტი, 1939 წ.) იყო ამერიკელი მსახიობი.[1] მას ნათამაშები აქვს ამერიკულ და ბრიტანულ ფილმებში.
გლადის ფრეიზინი | |
---|---|
1923 წლის ჟურნალიდან | |
დაბადების თარიღი |
21 ივნისი, 1900 წ. ჩიკაგო, ილინოისის შტატი, აშშ. |
გარდაცვალების თარიღი |
9 მარტი, 1939 წ. ნიუ-იორკი, აშშ. |
პროფესია | მსახიობი |
აქტიური | 1924-1931 (ფილმებში) |
მეუღლე(ები) | 4, მათ შორის: ლეო ლოუენშტეინი; მონტი ბანკსი; |
შვილ(ებ)ი | 1 |
ბროდვეიზე, ფრეიზინმა ფილმში „ნიღბიანი ქალი“, პერსონაჟი, სახელად მიმი შეასრულა;[2] აგრეთვე სცენაზე მან მონაწილეობა მიიღო ედგარ უოლესის 1930 წ.-ის ვესტ-ენდის პოპულარულ პიესაში - „სპონტანურად.“
ფრეიზინი მისტერ და მისის ლუის ფრეიზინის ქალიშვილი გახლდათ. ის ოთხჯერ იყო გათხოვილი - მათგან პირველ მეუღლესთან, ლეო ლოუენშტეინთან ვაჟი, ლეო ლოუენშტეინ ჯუნიორი შეეძინა,[3] ხოლო მისი მეოთხე მეუღლე - 1929 წ.-დან 1932 წ.-მდე, კომიკოსი მონტი ბანკსი იყო.[4]
1939 წ.-ის 9 მარტს, 38 წლის ასაკში, ფრეიზინი ნიუ-იორკის აპარტამენტის ფანჯრიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. [4]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- „არ მისცე კაცს დაშლის უფლება" (1924)
- „მომგებიანი ნიჩაბი“ (1927)
- „ინსპირაცია“ (1928)
- „ლურჯი პიტერი“ (1928)
- „სპანგელსი“ (1928)
- „ვირთხის დაბრუნება“ (1929)
- „აუცილებელი მეუღლე“ (1930)
- „მაკოცე, სერჟანტო“ (1930)
- „სხვა ქალი“ (1931)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Munden p.381
- ↑ Gladys Frazin. The Broadway League. ციტირების თარიღი: January 8, 2021
- ↑ „Ex-actress plunges to her death“. Danville Bee. Virginia, Danville. Associated Press. March 9, 1939. p. 3. ციტირების თარიღი: January 8, 2021 – წარმოდგენილია Newspaperarchive.com-ის მიერ.
- ↑ 4.0 4.1 „Actress leaps to death“. The New York Times. March 10, 1939. p. 19. თარგი:ProQuest. ციტირების თარიღი: January 8, 2021 – წარმოდგენილია ProQuest-ის მიერ.