გიუმრის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი
გიუმრის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი (სომხ. Սուրբ Աստվածածին Մայր Եկեղեցի) — XIX საუკუნის ტაძარი გიუმრიში, სომხეთი. ტაძარი 1873-1884 წლებში აიგო[1]. სამრეკლო მთავარი შესასვლელის ზემოთ, ნაგებობის დასავლეთ მხარეს მდებარეობს. ტაძრის დიდი გუმბათის გარშემო ორი მცირე გუმბათია. სხვა სომხური ტაძრებისგან განსხვავებით, გიუმრის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის საკურთხეველი უნიკალურია იკონოგრაფიული ნიმუშების მრავალფეროვნებით. საბჭოთა პერიოდში ტაძარი კვლავ მოქმედი იყო[2] .
გიუმრის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°47′10″N 43°50′33″E / 40.786122° ჩ. გ. 43.842383° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხეთის სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
პროვინცია | შირაკის პროვინცია |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნე |
1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის შედეგად, მცირე გუმბათები დაზიანდნენ და ისინი ახალი გუმბათებით ჩაანაცვლეს, დაზიანებულნი კი ტაძრის ეზოში მოათავსეს.
გალერეა
რედაქტირება-
ტაძარი დაზიანებული გუმბათების გასწვრივ
-
ტაძარი მოედნიდან
-
საკურთხეველი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Seven Wounds Church, Gyumri
- ↑ Holy Mother of God, Gyumri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-10-13.